ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები ვრცელდება

  10:50:46     23-04-2019

ვრცელდება მსახიობის და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები. ამის შესახებ ჯიბღაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი საუბრობს.

გიგუაშვილის თქმით, ამოღებულია ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ადვოკატი აცხადებს, რომ მსახიობს ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული. "ის მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩევა და აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან," - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატისვე თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს ჯიბღაშვილი დაკავებისას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა. 

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა. "ვინმეს სახელის ხსენება, ან მსგავსი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი ჭორია", - აცხადებს გიგუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.