ტერორისტულ თავდასხმას შრი-ლანკაში დანიელი მილიონერის სამი შვილი ემსხვერპლა

  14:00:02     22-04-2019

დასავლური მედიის ცნობით, შრი-ლანკაში აფეთქებებისას დაღუპულთა შორის დანიის უმდიდრესი ადამიანის შვილებიც არიან. 

ტერორისტულ თავდასხმას ანდერს ჰოლჩის სამი შვილი ემსხვერპლა. მილიონერის 4 შვილი შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა.   

დანიელი ბიზნესმენი Asos-ის მეწილეა. 

290 დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული - ასეთია შრი-ლანკაზე მომხდარი 8 აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ბოლო მონაცემები.