როგორ ავარიდოთ შვილები არასასიამოვნო ვებ-კონტენტს - რჩევები

  17:46:42     18-04-2019

დროთა განმავლობაში, საზოგადოების მხრიდან სოციალური მედიის მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება. ვითარება განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. 

BBC-მ მოიძია გზა, თუ როგორ შეიძლება აარიდოთ თქვენი შვილები მავნე ინფორმაციას, დაარეგულიროთ რას უყურებენ ისინი და რამდენ დროს უთმობენ სოციალურ სივრცეს.

ახალგაზრდა თაობა საკმაოდ დიდ დროს უთმობს გასართობ აპლიკაცია Instagram-ის საკუთარ გვერდზე follower-თა რიცხვის, ფოტოებზე მოწონებების გაზრდას, ცნობილი „იუთუბერებისთვის“ თვალ-ყურის მიდევნებას და მათი ფსიქოლოგიისთვის მავნე თამაშების თამაშს. ამასობაში, კი უფროდაუფრო ხშირდება კიბერ-დაშინების ე.წ კიბერ-ბულინგის შემთხვევები.

როგორ შეიძლება ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ ყველაფერს და დავარეგულიროთ მათ მიერ სოციალურ სივრცეში გატარებული დრო?

ახალი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ დაარეგულიროთ თქვენ მიერ გამოყენებადი ინტერნეტ-სივრცე. თითოეულ ოჯახში არსებობს Wi-Fi როუტერი, რომელიც მოწყობილობას ინტერნეტთან აკავშირებს. კომპანია Apple-მა აწარმოა ახალი პროდუქტი Circle, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი ტექნიკის მონაცემები პროგრამაში შეიყვანოს და აკონტროლოს ამ კონტაქტის მიერ გამოყენებული ინტერნეტ-სივრცე.  რა თქმა უნდა, მოწყობილობა გათვლილია ასაკის შესაბამისად და გათვლილია არასრულწლოვან პირებზე. 

მაგალითად, თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მცირეწლოვანია, პროგრამა ავტომატურად თიშავს მისი ასაკითვის შეუსაბამო ვებ-კონტენტს და საშუალებას გაძლევთ თქვენ თავადაც აარჩიოთ და პროგრამის დახმარებით, დაარეგულიროთ თუ რამდენი დრო გინდათ თქვენმა შვილმა სოციალურ-სივრცეში გაატაროს. ნებისმიერი პროგრამა ასაკის შესაბამისად არის განსაზღვრული.