პატრიკ ფიორი – კავკასიური წარმოშობის ფრანგი მომღერალი

  10:47:10     07-07-2011

გრანგი მომღერალი პატრიკ ფიორი 1969 წელს, მარსელში დაიბადა. ფიორის მამ სომხური წარმოშობის (ჟაკ შუშაიანი) იყო, ხოლო დედა კორსიკელი (მარია ანტუანეტა ფიორი). ჯერ კიდევ თორმეტი წლის იყო, როცა პირველად შესთავაზეს როლი მიუზიკლში. თექვსმეტი წლისამ კი ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა.

1993 წელს, ფიორიმ მეოთხე ადგილი აიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, მომდევნო წელს კი მისი ალბომი გამოვიდა. შემდეგ, პატრიკმა ხელი მოაწერა კონტრაქტს „სონისთან“ და ჩაწერა თავისი მესამე ალბომი. 2000 წელს, პატრიკმა მიიღო გადაწყვეტილება, მიეტოვებინა თავისი როლი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რათა ჩაეწერა თავისი მეოთხე ალბომი. პატრიკ ფიორიმ, მოკლე ხანში, ფრანგ მსმენელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.