თურქეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

  10:04:40     18-04-2019

ანკარაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. haberler.com-ის ცნობით, მათ ბინების გაქურდვაში ედებათ ბრალი.

ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა მოპარული ნივთების ნაწილი. მათ შორის, ტელეფონები, საათები და სხვა ძვირფასეულობა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები ნიკა ტ., ავაზი უ., რატი გ. და როლანდი უ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს მოპარული ნივთები ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ.