იერუსალიმში, ტაძრის მთაზე მდებარე მეჩეთში, რომელიც ისლამის რიგით მესამე სიწმინდეა, ხანძარი გაჩნდა
12:10:53     16-04-2019
იერუსალიმში ტაძრის მთაზე გუშინ ხანძარი გაჩნდა.
Al Araby-ის ცნობით, ცეცხლი ელ მარვანას დავის პუნქტთან გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზეა განლაგებული მუსლიმური ტაძრების კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში ას-საჰრა და ალ აქსა (მიეკუთვნება ისლამის რიგით მესამე სიწმინდეს მექაში ალ-ხარამის და მედინაში წინასწარმეტყველის მეჩეთების შემდეგ).
სახანძრო სამსახურმა ცეცხლის კერა მალე ჩააქრო, დაშავებული არავინაა. პოლიციამ ხანძრის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ხანძარი გაჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც, ცეცხლმა ტაძრის კოშკი გაანადგურა, მეხანძრებმა ტაძრის ძირითადი სტრუქტურის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილია ტაძარში დაცული რელიგიუერი სიწმინდეები და ისტორიული ნივთები.