იაპონიამ F-15J/DJ Eagle – ის ფრენები შეაჩერა

  10:38:15     07-07-2011

იაპონიის შეიარაღებულმა ძალებმა, გამანადგურებლის F-15J/DJ Eagle – ის ყველა ფრენა შეაჩერა. თვითმფრინავები გამოყენებაში მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ დაბრუნდება. მიზეზი კი ამ ტიპის ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნა გახდა, რისი მიზეზიც, ჯერჯერობით, უცნობია.

ამ დროისათვის, ერთი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გარდა, იაპონიის სამხედრო–საჰაერო ძალების შემადგენლობაში 160 ანალოგიური ტიპის გამანადგურებელი შედის. ეს კონკრეტული ვერსია ორადგილიანია. ყველა აღნიშნული თვითმფრინავი იაპონური კომპანიია, Mitsubishi Heavy Industries – ის მიერაა გამოშვებული, ამერიკული კომპანიის „ბოინგის“ ლიცენზიით. ტექნიკურ მომსახურებასაც იაპონური კომპანია ახორციელებს.