ირანმა „მიწა–ზღვის“ კლასის რაკეტები გამოსცადა

  10:37:24     07-07-2011

ისლამური რევოლუციის გუშაგებმა ირანში, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის, „მიწა–ზღვის“ Khalij-e-Fars–ოს და Tondar–ის გამოცდა მოაწყვეს. ამის შესახებ სააგენტო „ისნა“ იუწყება. ორივე რაკეტამ მიზნის მიღწევა შეძლო. რაკეტების გამოხდა სამხედრო სწავლების, „დიადი წინასწატრმეტყველის“ ფარგლებში ჩატარდა.

როგორც სააგენტო „ფრანს–პრესი“ იუწყება, ამ ტიპის რაკეტებს, მოწინააღმდეგის ხომალდის 300 კილომეტრის სიშორის რადიუსში განადგურება შეუძლიათ. ფრენის დროს, ისინი 3,5 ათას კილომეტრს ავითარებენ საათში. მცირე ხნის წინ, ასევე სწავლების ფარგლებში, ირანმა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები Shahab-1, Shahab-2  და Shahab-3 და ასევე, არამართვადი ტაქტიკური რაკეტა,  Zelzal-2 გამოსცადეს.