მარტვილის მერი მეუფე პეტრეზე, ივანიშვილზე, კალაძეზე და გადამდგარ ვიცე-მერზე - რა ხდება მერიასა და ეპარქიაში?
11:41:37     06-04-2019
ივანიშვილისა და მეუფე პეტრეს შეხვედრის დეტალების შესახებ პრესა.ჯი ექსკლუზიურად წერდა.
ჩვენ გიყვებოდით იმის თაობაზე თუ რა გარიგება შესთავაზა ოლიგარქმა მეუფე პეტრეს, რომელსაც პოზიტიური გავლენა მთელ სამეგრელოში აქვს.
კერძოდ, ვწერდით რომ ოლიგარქი, მეუფე პეტრეს მარტვილის მერის, მისი მოადგილის გადაყენებასა და სინოდში პრობლემების მოგვარებას შეპირდა - ზუგდიდის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ.
მარტვილის მერსა და მის მოადგილეს, რომლებიც კახი კალაძის კადრებია, მეუფე პეტრეს გარემოცვასთან და ეპარქიასთან ძალიან ცუდი ურთიერთობები აქვთ.
დღეს კი, პრესა,ჯის მიერ ექსკლუზიურად თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია, ოფიციალურად დადასტურდა.
ივანიშვილის ბრძანებით, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის არჩევნების წინ გაახსენდა, მარტვილის ვიცე მერმა დავით სურმავამ თანამდებობა დატოვა.
შემდეგი “გაჩერება” მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა იქნება.
პრესა,ჯი ალექსანდრე გრიგალავას დაუკავშირდა
- ბატონო ალექსანდრე, რატომ გადადგა ვიცე მერი დავით სურმავა?
- ნუ, იყო მიზეზი და სხვა სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.
- მის ადგილას ხურცილავა დაინიშნა?
- კი, ბიზნესმენია და მიხედავს საქმეს.
- ამბობენ რომ თქვენც მალე გადადგებით, ივანიშვილის მოთხოვნით…
- როგორ გეკადრებათ, სრული მხარდაჭერა მაქვს ხელისუფლებიდან.
- თქვენ კახი კალაძის კადრი ხართ, ხომ?
- არა, არა, მე ქართული ოცნების კადრი ვარ, "ქართუ ჯგუფიდან" მოვდივარ… ამ ამბებს მტრები მივრცელებენ. კახისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან ჩემი შვილი და ის ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს.
- ბატონო ალექსანდრე, რატომ გაქვთ ცუდი ურთიერთობა მეუფე პეტრესთან?
- როგორ გეკადრებათ, ჩვენ არასოდეს გვისაუბრია ერთმანეთზე სიძულვილის ენით.
p.s: გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გრიგალავაც დატოვებს თანამდებობას, ხურცილავა კი, რომელსაც სურმავასა და გრიგალავასგან განსხვავებით, მეუფე პეტრესთან კარგი ურთიერთობა აქვს, მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.