ქართველ მამაკაცს, რომელსაც ირანში, ვალუტის გადასაცვლელი პუნქტიდან 50 ათასი ევროს მოპარვა ბრალდება, გაროზგვა ემუქრება

  14:01:39     05-04-2019

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქურდობა ბრალდება, ბულგარეთშია დააკავებული.

დაკავებულ ქართველს, 1952 წელს დაბადებულ გ.ს.-ს  ირანში ექსტრადირება და 74-ჯერ გაროზგვა ემუქრება.

სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთის მხარეს მოუწოდებს, რომ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცენ, რადგან მას იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თეირანში მდებარე ვალუტის გადასაცვლელი პუნქტიდან 50 000 ევრო მოიპარა.