გარუ – ღამის ბარებიდან ვარსკვლავობამდე

  11:21:24     06-07-2011

ფრანგულენოვანი, კანადელი მომღერალი გარუ, იგივე პიერ გარანი 1972 წელს, შერბრუკში, კვებეკში დაიბადა. პიერ გარანი, თავდაპირველად, შერბრუკის ღამის ბარებში ამერიკულ ბლუზს მღეროდა. მას შემდეგ, რაც ლუკ პლამონდონმა აღმოაჩინა იგი და შეარჩია კვაზიმოდოს როლზე, თავის მიუზიკლში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, გარუ ვარსკვლავად გადაიქცა.

მუზიკლში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, მან სახელი გაითქვა კანადაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, როგორც ნიჭიერმა პოპ მუსიკოსმა. მისი ოდნავ ჩახლეჩილი და ვაჟკაცური ხმა ხიბლავს მსმენელს და უფრო მეტიც, დღესდღეობით, სექს-სიმბოლოდაც მიიჩნევენ.

2000 წელს, გარუმ ჩაწერა დუეტი სელინ დიონთან, ხოლო 2006 წელს „First Day of My Life“ „სპაიზ გერლზის“ ყოფილ წევრ მელანი სი-სთან ერთად, რომელიც მთელს ევროპაში ჰიტად იქცა. გარუს ჰყავს ქალიშვილი თავის ყოფილ მეგობარ გოგონასთან, მოდელ ულრიკასთან. ამჟამად კი ხვდება ფრანგ მომღერალ ლორის.