გერმანიაში 27 წლის ქართველი მამაკაცი ძარცვის მიზნით 75 წლის მოხუცს დაესხა თავს
17:29:21     02-04-2019
გერმანიაში, 75 წლის მამაკაცზე თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე 27 წლის მამაკაცი გამვლელებმა დააკავეს.
თავდასხმის დროს, ხანში შესული მამაკაცი ძირს დაეცა და ჩანთის გადარჩენას ცდილობდა. მან მენჯის ძვალი დაიზიანა და ახლა საწოლს არის მიჯაჭვული.
თავდამსხმელმა შორს გაქცევა ვერ მოახერხა - გამვლელებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. ის 27 წლის ქართველი აღმოჩნდა.