ფლამენკო – კაცობრიობის კულტურული საგანძური
11:20:31     06-07-2011
ფლამენკო ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრია, რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.
2010 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ფლამენკოს კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.