წითელი ლობიო ერბოკვერცხით
11:18:17     06-07-2011
მასალა:
ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 3-4 თავი
ერბო - 150-200 გრამი
კვერცხი - 3-4 ცალი
მარილი - გემოვნებით
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.
ტაფაზე დავასხათ ერბო, დავაყაროთ ზედ დაჭრილი ხახვი და მოვხრაკოთ. მივუმატოთ მოხარშული ლობიო, ერბო და განვაგრძოთ მოშუშვა. მოხრაკულ ლობოს ზემოდან გადავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და ალაგ ალაგ ჩავჩხვლიტოთ, რომ კვერცხმა შიგნითაც გაუაროს.