უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ზელენსკისა და პოროშენკოს შორის გაიმართება

  07:29:44     01-04-2019

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.

ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,4% მიიღო,  ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 17.8 პროცენტი.

მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

საარჩევნო უბნები უკრაინაში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.