გურიის კლანი, დიდი კორუფცია და ბინა, რომელიც პოლიციის დეპარტამენტის უფროსს უყიდეს - გაჩუმების სანაცვლოდ
13:51:23     29-03-2019
რა ხდება გურიაში, რა კორუფციული სქემები „ლაგდება“ და რომელი კლანი მართავს რეგიონს?
შოთა ჭანუყვაძე, რომელიც ადრე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახლდათ დღეს კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭანუყვაძეს, ჩოხატაურის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის დასკვნით, კურორტ ბახმაროზე სამი მიწის ნაკვეთი - ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე აქვს მიტაცებული.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა, თუმცა, დიდი ოდენობით პოლიციელი მაღალჩინოსნების მონაწილეობის გამო, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „წაიღო“.
შედეგად, თანამდებობები დატოვეს შ.ს.ს სამმართველოს გურიის და რაიონების პირველმა პირებმა, მოადგილეებმა, ათეულობით მარალჩინოსანმა პოლიციელმა.
მოგვიანებით, თანამდებობები დატოვეს დასავლეთ საქართველოს პროკურორმა და ლანჩხუთ-ოზურგეთის პროკურორებმა, ჩოხატურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ათეულობით საჯარო მოხელეეებმა.
სწორედ ამ სახელისუფლებო სკანდალმა შეიწირა შოთა ჭანუყვვაძის თანამდებობაც. თუმცა, ის მალევე „აღზევდა“ და კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დაინიშნა, სადაც დღეს გლეხებს ვაზებს უწვავენ, უჩეხავენ და ნერგებს პარავენ - ინტენსიურად.
[I=2]აღნიშნულ საკითხებსა და გურიაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე, „პრესა.ჯი“ გურიის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, კახა ასკურავას ესაუბრა.
- ადრე, ჩოხატაურის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის დასკვნით, კურორტ ბახმაროზე უკანონოდ მიწის ნაკვეთები, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე გადაეცათ თანამდებობის პირებს... გაქვთ თუ არა, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია?
- დიახ, ეს ძალიან ცნობილი სკანდალი იყო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამას შეეწირა რამდენიმე ადამიანის თანამდებობა.
მათ შორის პოლიციის დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსის - შოთა ჭანუყვაძისა და სამხარეო პროკურორის, ილია ჯალაღანიას...
თუმცა, მოგვიანებით, ისინი კვლავ აღადგინეს სამსახურში. ჯალაღანია სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორად დანიშნეს, ჭანუყვაძე კი კახეთში გადაიყვანეს.
- დღეს რა კორუფციული ფაქტების შესახებ იცით, რომელიც გურიაში ხდება?
- ჩემთვის ძალიან საინტერესო და გასაკვირი აღმოჩნდა გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის, კახაბერ მურადაშვილის დეკლარაცია. მაგალითად, მისი ქონება, თანამდებობის დანიშვნიდან დღემდე არის საკმაოდ მსუყე და გაზრდილი.
მოგეხსენებათ, გრიგოლეთი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სამწუხაროდ თავიდან არის გასაკეთებელი. ამ მშენებლობისათვის ვერცერთ ინერტულ მასალას ვერ გაიტანდი პოლიციის სამმართელოს უფროსისა და ე.წ რუხი კარდინალის, ილა კეჭაყმაძის გარეშე, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ ის კალაძესთან დაახლოებული ფიგურაა.
ეს კლანი თავისთავად, დაახლოებულია ივანიშვილის ოჯახთან შეკვეთილში და ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.
ყველა ტრანსპორტი, რომელსაც გადაჰქონდა ინერტული მასალა იყო გადატვირთული, მაგრამ არცერთ მათგანზე არანაირი სანქცია არ ჰქონია პატრულს.
სამწუხაროდ, პატრული მათ მიაცილებდა. წესით კი, ეს კანონით ისჯება. შესაბამისად, რადგან პატრული ხედავდა რომ მათ თვალწინ დანაშაული ხდებოდა და ამაზე არ რეაგირებდა, ეს იმის ეჭვს ბადებს, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
როგორც ჩანს, მათ „მწვანე“ ჰქონდათ ხელისუფლებისაგან. ამ მასალის გადაზიდვაზე საკმაოდ დიდი ფული ტრიალებდა...
მეტიც: გურიის პოლიცის სამმართველოს უფროსის, კახაბერ მურადაშვილის ნათესავია ვინმე ქრისტესიაშვილი, რომელიც ავტობანზე საწვავის უკანონო მოპოვებისათვის დააკავეს.
პოლიციის უფროსის ნათესავი, კომპანიებს, რომლებიც მასალის გადაზიდვას ემსახურებოდნენ, საწვავს სძალავდა.
ასე რომ, ერთიან კომპლექტში კონკრეტული ჩინოვნიკები შეთანხმებულად მოქმედებდნენ კეჭაყმაძესთან, რომელიც გურიაში ბიზნესებს განაგებს, მისი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი კი, გახლავთ პოლიციის სამმართველოს უფროსი მურადაშვილი.
- გარდა ამისა, რა სახის კლანები არსებობს გურიაში?
- ცენტრალური კლანი - ყველაზე გავლენიანები არიან კეჭაყმაძე და მისი მეგობრები ანუ კალაძის თვალი და ყური და პოლიციის სამმართველოს უფროსი მურადაშვილი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით მდიდრდება.
ასევე, ჩემი ინფორმაციით, მურადაშვილს კეჭაყმაძემ თბილისში ბინაც კი აჩუქა, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
- ერევა თუ არა, გუბერნატორის და მერის საქმიანობაში ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი?
- ვერ გეტყვით რამდენად ერევა ის გუბერნატორის საქმინობაში, მაგრამ ადიკო ივანიშვილს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა ლანჩხუთსა და ოზურგეთში. მას ჰყავთ კონკრეტული კადრები, რომლებთანაც არის ისეთი რაღაცები, რომელიც შესაძლოა, მერს საერთოდ არ შეუთანხმონ და პიდაპირ გადაწყვიტოს ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა.
[I=3]რა თქმა უნდა, ის პირდაპირ ერევა ამ ორი მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ზონა, რომელიც მათ სამფლობელოს ესაზღვრება, გახლაავთ სუფსა-ურეკი-გრიგოლეთი. ეს არეალი მისი გავლენის სფეროა.
- რა მდგომარეობაშია დღეს გურია და იქ მცხოვრები ხალხი?
- არ იქნება ჩემგან ხმამაღალი ნათქვამი თუ ვიტყვი, რომ საქართველოს რეგიონებიდან ერთ ერთი ყველაზე გაჭირვებული რაიონებია გურიაში. ამას ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განაპირობებს.
საზოგაოდება, ფაროსანადან და მოუსავლიანობიდან გამომდინარე, უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ხალხი თხილის მოსავლით ცხოვრობდა, იყო პერიოდი, როდესაც თხილიდან მანქანებს ყიდულობდნენ, დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ფაროსანას გამო.
მათ ყველაფერი თავზე ჩამოემხოთ. ფაროსანა რისხვაა, რომელიც ხელისუფლების უნიათობიდან გამომდინარე გვანადგურებს.
ოთხი წელია, სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან ერთად ფაროსანა გვჭამს.
- კიდევ თხრის ხეებს ივანიშვილს გურიაში?
- რა თქმა უნდა, გადააქვს... მან გრიგოლეთის უნიკალური კერძო საკუთრებიდან წაიღო ხე, ამას მიაყოლა 15 ფიჭვიც, რომელიც წითელ წიგნშია შესული.
ისევ აგრძელებს ბიძინა ივანიშვილი ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას ბუნებისა და საზოგადოების მიმართ.