"300 ძირი ვაზის ქურდობა ყვარელში, 400 ძირი ვაზის ქურდობა აკურაში, 1200 ძირი ვაზის ქურდობა თელავში, 1000 ძირი ვაზის დაწვა კარდენახში" - ასეთი რამე გაგიგიათ?

  22:41:00     28-03-2019

სამართალდამცველთა ლიგის ერთერთი ლიდერი, ზაზა ჭაია სოციალურ ქსელში იმ სტატისტიკის ნაწილს აქვეყნებს, რომელიც ნერგების ქურდობა-განადგურებას ეხება.

"ასეთი გაგიგიათ?

1. 2018 - 300 ძირი თხილის ქურდობა ბოდბისხევში, სიღნაღში.

2. 2018 - 2 500 ძირი ტყემლის ქურდობა სამტრედიაში.

3. 2018 - 300 ძირი ვაზის ქურდობა ყვარელში.

4. 2018 - 400 ძირი ვაზის ქურდობა აკურაში, თელავში.

5. 23/04/2018 - 1 200 ძირი ვაზის ქურდობა აკურაში, თელავში.

6. 19/XII/2018 - 128 ძირი ვაშლის გაჩეხვა არაშენდაში, გორში.

7. 7/03/2019 - 1 000 ძირი ვაზის დაწვა კარდენახში, გურჯაანში.

8. 17/03/2019 - 770 ძირი ვაზის ქურდობა კახეთში.

9. 21/03/2019 - 30 ძირი კაკლის გაჩეხვა საბირქენდში, მარნეულში", - წერს ზაზა ჭაია.