გაზრდილი კრიმინალი - დაუფარავი რეალობა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს
14:56:59     27-03-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა, უბრალოდ, მისი აღრიცხვიანობა ზუსტად ხდება და ამიტომ გვეჩვენება რომ კრიმინალის მაჩვენებელმა მოიმატა.
თუმცა, რელობა მის მიერ ნათქვამს არ ადასტურეს.
ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, დაჭრა... ეს ფაქტები საქართველოში, თითქმის ყოველ დღე ხდება.
დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება კი მინიმალურია.
ბოლო პერიოდში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძისა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს.
გარდა ამისა, გახშირდა ავტომობილების გატეხვის, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვისა და ბანკების გაქურდვის ფაქტები.
მაგალითად, დღეს, ყვარელში, საქართველოს ბანკის ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. გუშინ, გლდანში, ხუთი მანქანა გატეხეს...
ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ კრიმინალი არათუ გახშირდა არამედ, დანაშაულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტები არ არის საკმარისი ხელისუფლების წარმოამდგენლებისათვის იმის სათქმელად, რომ კრიმინალი მართლაც გაიზარდა.