დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
12:19:40     27-03-2019
თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტს ოცამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ამბობს,რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.