
თამარაშვილის ქუჩაზე გასახდომი საშუალებების მაღაზია გაძარცვეს
18:17:57     26-03-2019
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გასახდომი საშუალებების მაღაზია „ჰერბალაიფი“ გაძარცვეს.
ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა ძარცვის მცდელობას და მაღაზიიდან გასახდომი საშუალებები არ მოუპარავთ.
Herbalife ამერიკული ბრენდია და დაბალანსებული კვების და წონის კონტროლისთვის განკუთვნილი პროდუქციით ვაჭრობს. კომპანიას, საქართველოს გარდა, მსოფლიოს კიდევ 94 ქვეყანაში ფლობს ფილიალებს.