მეგან მარკლმა საორსულო ტანსაცმელში 7-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე ქეით მიდლტონმა

  18:29:32     25-03-2019

Pagesix-ის ინფორმაციით, მეგან მარკლი იმავე სააავადმყოფოში იმშობიარებს, სადაც თავის დროზე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ჟურნალისტების ცნობით, სასექსის ჰერცოგინია პირველ მშობიარობას ჯერჯერობით ლონდონში, ღვთისმშობლის სახელობის კლინიკაში გეგმავს, მაგრამ ამასთანავე, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ მეგანმა შესაძლოა Frimley Park Hospital-ში, მისი და ჰარის სახლთან ახლოს იმშობიაროს.

ამ ფაქტს ეხმაურება, Pagesix-ის წყარო, რომელიც ამბობს, რომ მეგანის ეს გადაწყვეტილება ყველასთვის გასაკვირი იქნება, ვინაიდან, ლონდონის კლინიკას აქვს საკმარისი რესურსი და დაცვა, რაც სამეფო ოჯახის წევრის მშობიარობისთვის არის საჭირო.

დაფეხმძიმების შემდეგ, მეგან მარკლმა შთაბეჭდილება დახვეწილი სტილით უამრავ დედაზე მოახდინა. სექტემბრის შემდეგ, ჰერცოგონია საზოგადოებამ 75 სხვადასხვა სამოსში იხილა.

მეგანმა, ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი დიზაინერისა და ბრენდის იღბლის შეცვლა შეძლო. სტილი, რომელიც მან გასულ რვა თვეში შექმნა, უცნობ დიაზინერთა კოლექციიდანაა და სწორედ ამან განაპირობა მათი გაყიდვების უზამაზარი ზრდა მცირე პერიოდში.

[I=2] მეგანის ტოპ 5 საორსულო ტანსაცმელი სოციალური მედიის მიხედვით:

„ჟივანშის“ აბრეშუმის შავი კაბა

კაბა, რომლითაც მეგანმა მოდის დაჯილდოების ცერემონიზე, ყველა გააოცა. ერთ მხრეს ღია, აბრეშუმის კაბა დახვეწილად უსვამდა ხაზს მეგანის მუცელს, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ეს „ლუქი“ სამეფო ოჯახის ამერიკელი პრინცესის გულშემატკივრებისთვის, ფავორიტია.

Jason Wu-ს დახურული კაბა

კანადელი დიზაინერის მიერ შექმნილმა ამ სამოსმა, ჰერცოგინიას ელეგანტურობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა. ის მეგანმა ორსულობის ადრეულ ეტაპზე მოირგო და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

„ადიდასის“ კედები

„casual look”-ის უპირობო ლიდერი, აეროპორტის გზაზე მიმავალი მეგანის სურათებია, რომელშიც მას სპორტული სტილი აქვს მორგებული. საკმაოდ იაფი და მოსახერხებელი ადიდასის ფეხსაცმლითა და ელასტიური, სპორტული შარვლით, მან კიდევ ერთხელ ყველას დაანახა საკუთარი გემოვნებიანობა.

[I=3] Karen Gee-ს დახურული კაბა

ავტრალიელი დიზაინერის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა იმ ღამეს, როცა მეგანმა მისი ბრენდული თეთრი კაბის ჩაცმა გადაწყვიტა. გვერდის ვებ-საიტზე ამ კაბის ძიების რაოდენობა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 5.800%-ით გაიზარდა. სამოსის ირგვლივ ამგვარი ქაოსი არ იყო გასაკვირი, ვინაიდან, მეგანმა ის მიზანმიმართულად შეარჩია, როგორც მისი „დალოცვილი კაბა“ ბავშვის შესახებ სიახლის გამოცხადების შემდეგ.

V-10 სპორტული ფეხსაცმელი

ამ მყარი, სპორტული ფეხსაცმლით მეგანი, ჰარისთან ერთად გემზე მოგზაურობისას, ოქტომბერში გამოჩნდა. ქორწილის შემდეგ, ეს იყო წყვილის პირველი სურათი ამგვარ სტილში. ფეხსაცმლის ღირებულება £115-ს შეადგენდა და მისი ძიება ერთ ღამეში +300% გახდა.