საფრანგეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  12:04:35     25-03-2019

საფრანგეთის ქალაქ რენში, საქართველოს მოქალაქე 41 წლის მამაკაცი მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მამაკაცმა დანით დაჭრა ასევე საქართველოს მოქალაქე.

დაშავებული, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაკავებულია კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც მანქანით გაქცევას ცდილობდნენ.