
ხაშურში ქმარმა ცოლი დანის 7-ჯერ დარტყმით დაჭრა - ახალგაზრდა ქალი უმძიმეს მდგომარეობაშია
15:46:35     24-03-2019
ხაშურში ქმარმა ცოლს დანა შვიდჯერ დაარტყა. შემთხვევა დღეს, სილამაზის სალონში მოხდა. ახალგაზრდა ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, პოლიცია თვითმხილველების გამოკითხვას აწარმოებს