
რუსთავში 14 წლის გოგონამ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან ფეხსაცმელები და ქურთუკი მოიპარა
10:25:07     20-03-2019
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 14 წლის გოგონამ მეორადი ტანსაცმელების ერთ-ერთი მაღაზია გაქურდა.
"ინფო რუსთავის" ცნობით, მოზარდმა მაღაზიიდან ფეხსაცმელი და ქურთუკი მოიპარა. გოგონა უკვე იდენტიფიცირებულია.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.