
პეკინზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს
11:48:15     19-03-2019
საბურთალოზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის“ ფილიალს ყაჩაღები თავს დაესხნენ.
თავდაპირველი ინფორმაცით ,თავდასმხმელებმა მძევალიც აიყვანეს, თუმცა ეს ფაქტი შს სამინისტრომ არ დაადასტურა.
შეიარაღებული პირები „გირო კრედიტის“ ოფისში, 11:00 საათზე შეიჭრნენ. ორგანიზაციის ფანჯრებს, ნატყვიარი ეტყობა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის წაღება.