22 ტრილიონი ციფრიდან 31 ტრილიონ ციფრამდე - მსოფლიოს ახალი რეკორდი პი რიცხვის გაანგარიშებაში
13:48:02     18-03-2019
კომპანია google-ში მომუშავე იაპონელმა ქალბატონმა, ემა ჰარუკა იაომ კომპანიის კომპიუტერული მეხსიერების დახმარებით, აღმოაჩინა პი რიცხვის შემადგენელი ახალი რიცხვები.
პი რიცხვი მიიღება წრეწირის სიგრძის დიამეტრთან შეფარდებისას. მისი პირველი ციფრები ყველასთვის ნაცნობია - 3.14 , თუმცა მისი მთლიანი შედგენილობა უსასრულოდ გრძელია. გამოთვლის მიხედვით, 31.4 ტრილიონი ციფრის სრულად წარმოთქმას 332,064 წელი დასჭირდება.
პი რიცხვის თანმიმდვრობის ჩამოშლას ართულებს ის ფაქტი, რომ ამ რიცხვში შემადგენელი ციფრების რაოდენობა არ მიყვება რაიმე მითითებულ ნიმუშს.
[I=2] π გამოიყენება ინჟინერიაში, ფიზიკასა და სივრცით კვლევაში, რადგან მისი ღირებულების დამხარებით გამოითვლება ტალღები, წრეები და ცილინდრები.
„π დაუსრულებელია. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ ბევრი ციფრის გამოთვლაზე“, - აღნიშნავს ემა ჰარუკა იაო.
ის ბავშვობიდანაა გატაცებულია ციფრებითა და გამოთვლებით, თუმცა პი რიცხვის უფრო გრძელი ვერსიის გამოთვლა ხანგრძლივ მათემატიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული.
გამოთვლის პროცესში ჩართული იყო 25 ვირტუალური მანქანა , დასჭირდა 170 TB მონაცემი (1TB უთანაბრდება 200 000 სიმღერას) და 121 დღე.