ქათამი მდოგვის სოუსში

  11:03:51     05-07-2011

მასალა:

1 ქათამი

1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

მარილი

სოუსისათვის:

1 სავსე ჩაის კოვზი კარაქი ან მარგარინი

1 სავსე ჩაის კოვზი ფქვილი

1 სავსე ჩაის კოვზი მდოგვი

1 ჭიქა ქათმის ბულიონი

½ ჭიქა არაჟანი ან მაწონი

ცოტა შაქარი

მარილი დანის პირზე

1 ჩაის კოვზი ძმარი

2 კვერცხის გული

ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ პორციებად. მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მცენარეული ზეთი. მოვათავსოთ ღუმელში და შევწვათ, თან ვასხათ წვისაგან გამოყოფილი წვენი ან მცირე რაოდენობის წყალი.

სანამ ქათამი იწვება, მოვამზადოთ ბულიონი შიგნეულისაგან და ვაცალოთ  კარგად ამოშრობა. კარაქისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ საწებელი სოუსისათვის, გავხსნათ იგი ბულიონით, დავამატოთ მდოგვი და ძმარი, არაჟანი და წამოვადუღოთ. კვერცხის გულები ავურიოთ მცირე რაოდნეობის სოუსში და დავამატოთ დანარჩენ სოუსს. სოუსი ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე ან ორთქლზე მანამდე, სანამ არ გასქელდება. დავამატოთ გემოვნებისამებრ მარილი და ცოტა შაქარი. ეს სოუსი მოვასხათ მზა კერძს და წამოვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.