ალივენცი (რუმინული კერძი)
11:03:20     05-07-2011
მასალა:
250 გრამი მშრალი, ცხიმიანი ხაჭო
3 სუფრის კოვზი სქელი ნაღები
30 გრამი კარაქი
3 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი
თითო სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და ხორბლის ფქვილი
1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
საფანელი
მომზადებამდე 2-3 საათით ადრე ხაჭო გავახვიოთ ხელსახოცში და მოვათავსოთ 2 დაფას შორის, ზემოდან დავადოთ სიმძიმე, რომ ხაჭოს გაუვიდეს ზედმეტი სითხე. დარჩენილ ხაჭოს შევურიოთ 20 გრამი კარაქი, მარილი და ნაღები, გავატაროთ საცერში და შევურიოთ 3 კვერცხის გული. მომზადებამდე 30 წუთით ადრე გაცრილი ფქვილი, სიმინდის სახამებელი და ათქვეფილი კვერცხის ცილა ფრთხილად შევურიოთ ხაჭოს. ფორმას წავუსვათ დარჩენილი კარაქი, ფსკერზე და კიდეებზე წავუსვათ დაფხვნილი ორცხობილა, დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი, რომ ხაჭოს მასა ფორმას ადვილად მოსცილდეს.
ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე, 20-30 წუთის განმავლობაში.