თავისი დროის ყველაზე საიმედო შაშხანა

  11:00:25     05-07-2011

აკ-47 წარმოადგენს საბჭოთა მოიერიშე შაშხანას, რომელიც წარმოებულია დაახლოებით 100 მილიონ ეგზემპლარამდე და მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. პლანეტის ყველა „ცხელ წერტილში“ შესაძლებელია ინახოს კალაშნიკოვის ავტომატი. იარაღის საიმედოობა, ეს თვისება საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე ფასეულია, მაღალ დონეზეა. ეს არ არის გასაოცარი, რადგანაც იარაღის კონსტრუქცია და ტექნოლოგია იხვეწებოდა და ვითარდებოდა 1947 წლიდან.

ცნობილია, რომ სსრკ-ში 1939 წლამდე მიმდინარეობდა მუშაობა ახალი, მცირე კალიბრის მქონე ვაზნების შესაქმნელად. შესაძლებელია, რომ მოიერიშე შაშხანა MP-44-ის გერმანიაში გამოჩენამ, რომელიც მოიხმარდა მოკლე 7.92მმ ვაზნას, აიძულა საბჭოთა ინჟინრები შეეწყვიტათ მუშაობა ძველ გამოგონებებზე და შეექმნათ 7.62x39მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ამ ვაზნაზე შექმნილი პირველი იარაღი იყო სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი, მაგრამ კალაშნიკოვის კონსტრუქცია იყო მარტივი და იაფი.

ამას გარდა, კალაშნიკოვმა, ფაქტობრივად, შექმნა მოიერიშე შაშხანა, მაშინ როდესაც СКС იყო კლასიკური კარაბინი, რომელიც ჩამოგავდა მოძველებულ შაშხანებს. აკ-47 კი, რომელიც მცირე ზომითა და სროლისას მოხერხებულობით გამოირჩეოდა საბჭოთა არმიას საშუალება მისცა მიეღო შეიარაღებაში ისეთი იარაღი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და ასრულებდა შაშხანის და ხელის ტყვიამფრქვევის ფუნქციებს. აკ-47 პირველ ნიმუშებს ჰქონდა დაბალი ხარისხის, დაბეჭდილი ლულის კოლოფი. ლულის კოლოფის დაბეჭვდის მეთოდის გასაუმჯობესებლად საბჭოთა ინჟინრებმა რამოდენიმე წელი იშრომეს. აკ-47–ს შეუძლია როგორც ავტომატური, ისე ერთეული გასროლა აწარმოოს.