Daily Mail-ის ცნობით, ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე ერთ-ერთი თავდამსხმელის იარაღზე დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები აწერია
11:58:32     15-03-2019
ბოლო ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40 ადამიანამდე გაიზარდა.
პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.
თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
"დეილი მეილი" ფოტოს ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მუსულმანების მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.