Facebook-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდება
14:42:47     14-03-2019
Facebook-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოცილურ ქსელზე არ განხორციელებულა ჰაკერული თავდასხმა, თუმცა Messenger და Instagram შეფერხებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელობაში არსებულმა აპლიკაცებმა 13 მარტს გლობალური შეფერხება განიცადეს. საიტებზე დარეგისტრირებული მომხმარებლები სოციალურ ქსელს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ამ შეფერხებამ მასობრივი კოლაფსის სახე მიიღო. განსაკუთრებული ხარვეზები დაფიქსირდა აშშ- ში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო ქვეყნებში.
Whatsapp-ი, რომელიც ასევე Facebook-ის მფლობელობაშია, ამ app-ების მსგავსად გარკვეულ პროგრამულ შეფერხებას განიცდიდა, თუმცა დაზიანება ამ შემთხევაში უფრო ნაკლებია.
სპეკულაციების მიუხედავად, Facebook-მა დაადასტურა, რომ კიბერშეტევა არ განხორციელებულა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანება ოთხშაბათს, შუადღის შემდეგ დაიწყო, ხოლო პირველი მასობრივი შეტევა 4 საათის შემდეგაც აღმოუფხვრელი დარჩა.
[I=2] „ჩვენთვის ცნობილია, რომ მომხმარებლების ნაწილისთვის facebook-ისა და მის დაქვემდებარებულ აპლიკაცებში მომსახურება შეზღდუდულია. ვმუშაობთ, რომ აღმოვფხვრათ პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად“, - დაპოსტა ადმინისტრაციამ Twitter-ში მომხდარიდან ორი საათის შემდეგ.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა Twitter-ში საკუთარი უკმაყოფილება facebook-თან ერთად Instagram-ის შეფერხების შემდეგ გამოხატეს.
პრობლემა Facebook-ის მომხმარებელთა მესამედს შეეხო. დანარჩენი ნაწილი კი აცხადებდა, რომ საკუთარ ანგარიშებზე ვერ ახერხებდნენ შესვლას, მესიჯების მიღებას ან სიახლეების ნახვას. ამავე პრობლემებზე საუბრობენ Instagram-ის მომხმარებლები.
[I=3] მომხდარის პარალელურად, საზოგადოების ნაწილი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად სხვა აპლიკაციებში წარმოქნილი პრობლემებისა, Twitter-ში მსგავსი შეფერხება არ დაფიქსირებულა, რაც მომხმარებლებისთვის ასეთ ვითარებაში პროგრამის სიძლიერესა და სანდოობას უსვამს ხაზს.