ძიუდოისტ ნაგლიაშვილის ცოლის თქმით, ქმარი მას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა
18:03:18     12-03-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს თორნიკე ნაგლიაშვილის წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი. საქმე ეხება მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელიც სპორსტმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა. გვანცა ფანგანის თქმით, ნაგლიაშვილი 5 მარტსაც დააკავეს მუქარისშემცველი შეტყობინების გაგზავნის გამო. მესიჯში ძიუდოისტი ცოლს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.
ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის რამდენჯერმე დაარღვია. შემაკავებელი ორდერი გასული წლის სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძიუდოისტს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.