ოჯახური ძალადობის ბრალდებით ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავეს
12:50:05     12-03-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი სამართალდამცველებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ევროპის სამგზის პრიზიორს მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი. საქმე მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ეხება , რომელიც სპორსტმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.
ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის რამდენჯერმე დაარღვია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.