ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
18:34:52     11-03-2019
"დელისის" მეტროსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ჭრილობა ფეხის არეში აქვს.
დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.