TBC-ზე კიბერთავდასხმისას, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტს გამოძიების საშუალება არ მისცეს

  12:59:53     11-03-2019

რუსთაველის 12 ნომერში, სადაც „ქართული ოცნების“ ტროლების ადგილსამყოფელი იყო, საგამოძიებო უწყებებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ისინი გააჩერეს, - ეს ინფორმაცია „კურიერს“ სანდრო წყარომ, „შაბათის კურიერის“ სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ მიაწოდა.

„თიბისი ბანკმა“ კიბერთავდასხმის გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თვის წინ მიმართა. ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კიბერთავდასხმა რუსთაველის 12 ნომრიდან განხორციელდა, სადაც ე.წ. ტროლებს და ბოტებს ოფისი ჰქონდათ და მათი ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი იყო. თუმცა, საგამოძიებო უწყებას რეაგირება ამ საქმეზე არ მოუხდენია.

საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ერთი კომპიუტერი ამოიღო.

მამუკა ხაზარაძემ შსს-ს კიბერთავდასხმის გამოძიების მიზნით ამ წერილის გარდა, კიდევ 4-ჯერ მიმართა, მათ შორის, თავად მინისტრ გახარიასაც.