ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა

  23:12:27     06-03-2019

ბაკურიანში ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარი ძმა მოკლა. 

30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შსს-ის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს.

„დაკავებულია 1999 წელს დაბადებული მამაკაცი. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.შსს–მ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.