
ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანა გაქურდეს
09:57:54     05-03-2019
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს.
გავრცელებული ცნობით, წაღებულია ქურთუკი და აკუმულატორი. შემთხვევა ზუგდიდში, ვახტანგ VI-ის ქუჩა-ზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს.