The Prodigy-ს ვოკალისტი, კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

  18:34:16     04-03-2019

The Prodigy-ს ვოკალისტი, კით ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

„სიახლეები სიმართლეა. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ჩვენმა ძმამ, კითმა შაბათ-კვირას თავი მოიკლა. შოკირებული, განრისხებული, დაბნეული და გულმოკლული ვარ. მშვიდად განისვენე“, - წერს „ფროდიჯის“ სიმღერების ავტორი, ლიამ ჰაულეტი სოციალურ ქსელში.

ვარსკვლავი 4 მარტს, ესექსში, საკუთარ სახლში გარდაცვილილი იპოვეს. ჯერჯერობით მისი საკუთრება პოლიციის დაქვემდებარებაშია.

პოლიციის წარმომადგენელი The sun-თან საუბრისას აცხადებს, რომ მომღერლის მდგომარეობის შესახებ ზარი ბრუკ ჰილში 9:10 წუთზე შევიდა. მუსიკოსი სასწრაფო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მომღერალი ადგილზევე გარდაიცვლა.

[I=2]ადრეულ 90-იან წლებში გამოჩენის შემდეგ, The Prodigy სწრაფადვე მოხდა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო მუსიკალური ბენდების სიაში და სახელი დაიმკვიდრა, როგორც „წვეულების ნათლიები“(Godfathers of the Rave). კთი სოლო პარტიას ასრულებდა ჯგუფის წამყვან სიმღერებში - Firestarter და Breathe.

The sun-ის მიხედვით, ფლინტმა ბავშვობა ესექსში გაატარა, სადაც ბენდის თანადამფუძნებელ ლიამ ჰოულეტს შეხვდა.

ბოლო წლების განმავლობაში, ის იყო მოტომრბოლელი ჯგუფის მენეჯერი და მესაკუთრე. მისი ჯგუფი – Isle of Man TT race სამგზის გამარჯვებული და British Supersport Championship-ის მონაწილეა.