
რატომ ეხუტება და ესაუბრება ივანიშვილი ხეებს - ჰიტლერი და ოლიგარქის მაგიური რიტუალების საიდუმლო
12:21:50     03-03-2019
ძველი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემის, ფენ შუის მიმდინარეობის მიხედვით, ხე ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა. ხე, ასევე არის ენერგიის გაცემისა და მიღების წყარო.
ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ ასწლოვანი ხეები, მისი ფინანსური და ენერგეტიკული წარმატების საიდუმლოა.
ოლიგარქი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია თავისი მაგიური ცხოვრება ბევრად ხანგრძლივი გახადოს და ხეებთან საუბრისა და ჩახუტების მეშვეობით, ფულიც მიიზიდოს და მინიმუმ 120 წლამდეც იცხოვროს.
შესაბამისად, ის ხეებს თხრის, ბუნებას აჩანაგებს და საქართველოს მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის იმიტომ რომ ჩვენს ხარჯზე მილიარდები იშოვოს და ბუნების კანონებს გაეჯიბროს.
ივანიშვილის მისტიური ქვების ისტორია
2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი, ვინმე ვალერი ლევინი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გაირკვა რომ ლევინს საქართველოში ივანიშვილის ოჯახისათვის ქვები და სხვადასხვა ნივთები მიჰქონდა, რომლებიც შავი მაგიის რიტუალის დროს გამოიყენება.
კერძოდ: ივანიშვილის მოსკოველ პარტნიორს უპოვეს მაგიური რიტუალების ორგანიზებისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა - ქვებისა და ხელსაწყოების ჩათვლით.
[I=2]ოლიგარქის ოჯახის ყოფილი მასწავლებელი (რომელიც მისი თქმით, სოლოლაკის სასახლეში მუშაობისას უტა ივანიშვილმა მოწამლა), ამბობდა რომ ზებუნებრივი ძალების, ეზოტერიზმისა და ოკულტიზმის მიმდევარი მილიარდერი, მსგავს რიტუალებს ხშირად მიმართავდა.
ოკულტიზმი - ეს საიდუმლო, ფარული, მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდებაა.
ოკულტიზმის მიხედვით, ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა სატანური მოქმედებით, ჯადოსნობითა და მისნობით.
ხოლო ეზოტერიზმი, რომლითაც ივანიშვილის მსგავსად, მეოცე საუკუნის უდიდესი ბოროტების ავტორები: ჰიტლერი,ჰიმლერი და გებელსი იყვნენ გატაცებულნი, მაგიას, ალქიმიასა და მასონობას გულისხმობს.
ხეების დადებითი და უარყოფითი ენერგია
რაც შეეხება ხეებს, ითვლება რომ ადამიანი ენერგიის დიდ ნაწილს გარესამყაროსგან იღებს, ენერგიის ერთ-ერთ სუფთა წყაროს კი ხეები წარმოადგენენ.
თუმცა, ყველა ხე არ გასცემს ენერგიას. მეტიც, მათი ნაწილი თავად საჭიროებს გარესამყაროსგან ენერგიის მიღებას.
ამიტომ, ხეები იყოფიან ე.წ. “დონორებად” და “ვამპირებად”. "დონორი" ხეები გასცემენ ენერგიას, "ვამპირი" ხეები კი – იღებენ.
"ხოლო იმის განსაზღვრა, თუ რომელი ხისგან რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით, ადამიანს ეხმარება არამარტო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არამედ, განკურნებაშიც კი", - ასე სჯერათ მათ, ვინც ხსნას ხეებში ეძებს.
ენერგოდონორი ხეების არასრული სია ასე გამოიყურება:
აკაცია, ტიტა, ალუბალი, არყი, გარგარი, კედარი, მუხა, ნეკერჩხალი, ფიჭვი, ქაცვი, ცაცხვი, ცირცელი...
რაც შეეხება ენერგოვამპირ ხეებს, მათი ნაწილია: ალვა, ვერხვი, მურყანი, ნაძვი, ტირიფი, ღვია, შოთხვი, წაბლი...
ისინი, ვისაც ხეების ენერგიის სჯერათ, ფიქრობენ რომ თავიანთი მიზნების მოსაღწევად საჭიროა როგორც "დონორ", ისე "ვამპირ" ხეებთან ურთიერთობა.
კერძოდ, თუ მხოლოდ ენერგიის მიღება გსურთ, "დონორი ხეები" გამოგადგებათ, ხოლო თუ რაიმე დაავადება გაწუხებთ, ამაში ვამპირი ხეები დაგეხმარებათ.
"მაგალითად, ენერგოვამპირი ხე თქვენში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან გაგასუფთავებთ, ენერგოდონორი კი წმენდის შემდეგ თავის დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ.
სასურველი ხის შესარჩევად მიენდეთ ინტუიციას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თქვენსა და ხეს შორის ენერგეტიკული კავშირი დამყარდეს.
დადექით შერჩეულ ხესთან სამხრეთ მხარეს, ზურგით მიეყრდენით, შემდეგ ჩამოშვებული ხელებით ჩაეხუტეთ, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით.
ეკონტაქტეთ ხეს გონებით. სთხოვეთ მას, რომ ან ენერგია გადმოგცეთ და ან დაავადება მოგაშოროთ.
თუ ხესთან ენერგეტიკულ კონტაქტს დაამყარებთ, ცოტა ხანში განსხვავებული შეგრძნება დაგეუფლებათ.
დონორის შემთხვევაში ეს იქნება ტალღისებური სითბო, ვამპირის შემთხვევაში კი იგრძნობთ, როგორ თავისუფლდებით შინაგანი ზეწოლისგან, ტკივილისგან, სიმძიმისგან და ა.შ.
ღრმად ისუნთქეთ რამდენიმე წუთის მანძილზე. ბოლოს კი გადაუხადეთ ხეს მადლობა და სახლში დაბრუნდით".
[I=3]როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან დონორი და ვამპირი, ასევე, ძლიერი და სუსტი ხეები?
1. აიღეთ ფოლგის პატარა, თხელი ნაჭერი, დაიჭირეთ საჩვენებელი და ცერა თითებით, მიიტანეთ ხესთან ახლოს და დააკვირდით. ვამპირი ხეები ფოლგას თავისკენ მიიზიდავენ, დონორები კი პირიქით – განიზიდავენ.
2. გაშლილი ხელისგული 1,5 მეტრზე მიიტანეთ ხესთან. თუ სითბოს იგრძნობთ, ე.ი. ეს ხე დონორია, ხოლო თუ სიცივეს – ვამპირი.
3. ზურგით მიეყრდენით ხეს. თუ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, დონორ ხესთან დგახართ, თუ სისუსტეს ან თავბრუსხვევას – ვამპირთან.
4. დააკვირდით ხეს – თუ ის დონორია, მის გარშემო მინიმუმ 6 მეტრის მანძილზე არცერთი ხე არ უნდა იდგას. თუ ხეები ჯგუფ-ჯგუფად დგანან, მათ სუსტი ენერგეტიკა გააჩნიათ.
რეკომენდაციები ხესთან ჩახუტების დროს
- ხესთან კონტაქტისთვის ჩაიცვით მსუბუქი, ნატურალური მასალისგან შეკერილი სამოსი.
- ყველაზე ძლიერი ენერგია ხეებს გაზაფხულზე, ყვავილობის დროს აქვთ.
- თუ ხესთან მისვლისას გიძლიერდებათ ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება, სასწრაფოდ მოშორდით და სხვა ხე მოძებნეთ.
- დონორ ხესთან უნდა გაჩერდეთ საშუალოდ 3-5 წთ და არაუმეტეს 10 წთ.
- ვამპირ ხეებთან გაჩერება არ შეიძლება 20-30 წთ-ზე მეტხანს.
- თქვენს მიერ შერჩეული ხე ჯანსაღად უნდა გამოიყურებოდეს.
- ენერგიით დამუხტვა მოახდინეთ დაძინებამდე მინიმუმ 2-3 სთ-ით ადრე.
ასე რომ, ის, ვინც 2012 წლის შემდეგ საქართველო მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირა, ლარი გაუუფასურა, გადასახადები გაუზარდა, მილიონამდე ქართველი იძულებული გახადა ქვეყნიდან წასულიყო, ხალხი კი კიდევ უფრო გააღარიბა, ხეებს თხრის და მაგიური რიტუალებით არის დაკავებული იმ მიზნით რომ დამატებითი მილიარდები იშოვოს და 120 წლამდე იცოცხლოს ღარიბ ქვეყანაში, სადაც გაჭირვებისა და ეკო-პრობლემების გამო, სიცოცხლის საშუალო ასაკი 70 წელს ძლივსღა აღწევს.