მექსიკაში სამხედროებმა ნარკოგამსაღებლები გაანადგურეს

  10:53:39     04-07-2011

სროლების შედეგად, რომელიც მექსიკელ სამხედროებსა და კრიმინალებს შორის გაიმართა და ხუთ საათს გაგრძელდა, ნარკოკარტელ „ლოს სეტასის“ 15 წევრი მოკლეს, ექვსი საზღვაო ქვეითი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეტაკება სამხედროებსა და ნარგოგამსაღებლებს შორის, ქალაქ სან ხოსეში მოხდა. ქალაქის ქუჩაში პატრულირების დროს, სამხედრო მოსამსახურეებს, მოულოდნელად, ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან, ავტომატის ჯერით ცეცხლი გაუხსნეს.

კრიმინალებმა ჯარისკაცებს იმდენად გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ მათი ნეიტრალიზაციისათვის, საჭირო გახდა 250 საზღვაო ქვეითისა და 25 საპატრულო მანქანის გამოძახება. ქალაქის შეშინებული მცხოვრებლები საკუთარ სახლებში ჩაიკეტნენ, მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა მაღაზიები და სკოლები.  

2011 წლის იანვრიდან, მექსიკაში, „ნარკოომების“ შედეგად, უკვე ექვსი ათასი ადამიანი დაიღუპა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე კი, დაღუპულების საერთო რიცხვმა 41 ათას ადამიანს გადააჭარბა.