
გორში მამაკაცმა 82 წლის დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
10:46:24     02-03-2019
53 წლის მამაკაცი გორის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა.
რეგიონალური მედიის ცნობით, 53 წლის მამაკაცმა 83 წლის დედას, გ. დ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შს სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.