საოკუპაციო ხაზთან 16 წლის მოზარდი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ
18:02:58     01-03-2019
საოკუპაციო ხაზთან წუხელ ღამით კიდევ ერთი პირი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
16 წლის ჭუბურხინჯის მკვიდრი დაკავების დროს ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა. არასრულწლოვანი ბიჭი კიბის დახმარებით რუხი-ჭუბურხინჯის მონაკვეთზე მავთულხლართებზე გადმოპარვას აპირებდა.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვანი დაკავების დროს კვლავ ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადახტა და გაქცევა სცადა.
არასრულწლოვანი გალის იზოლატორში იყო გადაყვანილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის თქმით, 16 წლის ბიჭი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.