„ფარფლების“ ერთგული იან პეისი

  10:51:52     04-07-2011

ბრიტანელი მუსიკოსი იან ანდერსონ პეისი დაიბადა 1948 წლის 29 ივნისს, ნოტინგჰემში. მან სახელი ლეგენდარულ ჰარდ-როკ ჯგუფ „დიფ ფარფლში“ მოღვაწეობით გაითქვა. 2002 წელს, ჯგუფიდან ჯონ ლორდის წასვლის შემდეგ, პეისი ერთადერთი წევრია, ვინც დაარსებიდანვე „დიფ ფარფლში“ უკრავს.

იან პეისი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰარდ-როკის განვითარებაში, რადგან მუსიკის ამ ჟანრში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რითმულ ნაწილს. პეისი როკ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დრამერია. მან დაკვრის თავისი უნიკალური სტილი შექმნა. ასევე, ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც სპეციალურად ცაციებისთვის აწყობილ დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. სხვები ან მარჯვენა ხელით დაკვრას სწავლობენ (მაგ. რინგო სტარი), ან თავიანთ ტექნიკას მემარჯვენეთათვის განკუთვნილ ინსტრუმენტებს უთავსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ იან პეისი კვლავ აქტიურად მოღვაწეობს მუსიკის სფეროში, ბოლო ათი წელია, მისი სტილი უფრო მშვიდი და ნელი გახდა. როგორც სტუდიურ ჩანაწერებში, ასევე კონცერტების დროს, დასასტყამი ინსტრუმენტების პეისის მიერ შესრულებული სოლო უფრო იშვიათია.