პაბლო კასალსი - მუსიკოსი, რომელმაც ეპოქა შექმნა
10:50:34     04-07-2011
ესპანელი ვიოლონჩელისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე პაბლო კასალსი 1876 წელს დაიბადა. მისი, როგორც ვირტუოზი შემსრულებლის დებიუტი შედგა 1899 წელს, პარიზში. 1901 წლიდან ტრიუმფით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (1905-1913 წწ. რუსეთში). უკრავდა ტრიოში, ალფრედ კორტოსა და ჟაკ ტიბოსთან ერთად.
კასალსმა, ხანგრძლივი საშემსრულებლო მოღვაწეობით, ეპოქა შექმნა სავიოლონჩელო ხელოვნებაში. 1920 წელს, ბარსელონაში ჩამოაყალიბა სიმფონიური ორკესტრი, 1924 წელს კი - მუსიკალური საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1936 წლამდე. 1939 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში. 1950-იანების პერიოდიდან, ეწყობოდა კასალსის სახალხო ფესტივალები და მრავალ ქვეყანაში იმართება კასალსის სახელობის ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსები (პირველი მოეწყო პარიზში).