
თბილისში "ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს
12:51:04     28-02-2019
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც დააყაჩაღეს.