ჭერმის მურაბა

  10:49:15     04-07-2011

მასალა:

ჭერამი - 1 კილოგრამი

შაქარი - 1,5 კილოგრამი

წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა

ჭერამი გავრეცხოთ, დავჩხვლიტოთ წვრილი ჩხირით; მოვხარშოთ სიროფი, დავასხათ ჭერამს და ასე გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ჭერამი ამოვიღოთ სიროფიდან, სიროფი ვადუღოთ ნახევარი საათი, ჩავყაროთ ჭერამი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.