ინტერნეტში ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა

  15:59:49     25-02-2019

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. 

ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები ინტერნეტში, ჯერჯერობით უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ბათუმის პოლიციაში ცოტა ხანში დაკითხვების სერია უნდა დაიწყოს.

„კურიერს“ სანდო წყარომ აცნობა, რომ უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა ფეისბუქზე იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.