
მართვის მოწმობა ქრთამის სანაცვლოდ - შსს-მ თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა
11:35:22     22-02-2019
სამართალდამცველებმა თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი სოსო სამადაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, სოსო სამადაშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით ათასი ლარი აიღო.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.