ანტალიაში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

  10:00:26     22-02-2019

ანტალიაში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

როგორც CNN-ის თურქული ბიურო წერს, ინციდენტი 21 თებერვალს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი სპორტული ტანსაცმლის მაღაზიაში ტანსაცმელი დაიკარგა, რაზეც მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციაში განაცხადეს. ვიდეოჩანაწერების გაშიფვრის შედეგად პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი გამოავლინა. კამერებმა დააფიქსირეს, ასევე ავტომობილი და მისი სანომრე ნიშანი, რომლითაც ეჭვმიტანილებმა ტერიტორია დატოვეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილებს ავტომობილი დაქირავებული ჰქონდათ საკურორტო ზონა ბელეკიდან. დადგინდა, რომ ავტომობილი ბელეკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრებმა, ქართული საფეხბურთო კლუბის "სპარტაკ ცხინვალის" (ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა) ფეხბურთელებმა დაიქირავეს. ფეხბურთელები: გიორგი ბ. კახა კ. პაპუნა მ. დათა ს. და გურამ მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელები ანტალიაში ზამთრის შეკრებისთვის იმყოფებოდნენ.