უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დარბაზი გაქურდეს, რაშიც ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანს ადანაშაულებს
15:34:39     20-02-2019
უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დაბრაზი გაქურდეს. წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.
„არენა 1”-ის კოპლექსის დარბაზში დილით მისულმა ფედერაციის პრეზიდენტმა აღმოაჩინა, რომ კარი გატეხილი იყო.
ამ ტეროტორიაზე პარაორიმპიელები ვარჯიშობდნენ და აქვე მდებარეობს მკლავჭიდის ფედერაციაც.
ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
„გავიგე, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია ამაში. ასე მოსულა და წაუღია ჩემი სპორტული დარბაზიდან ინვენტარი. გაუტეხიათ კარები და წაიღო“, - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, ერეკლე გურჩიანი.
თავად ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი ამბობს, რომ მასსა და ჯაჭვლიანს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. გურჩიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯაჭვლიანი პოლიტიკაში მოვიდა, მან გურჩიანს არაერთი პრობლემა შეუქმნა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ჯერჯერობით უცნობია, რა კვალიფიკაცია მიენიჭება საქმეს და რა მუხლით გაგრძელდება გამოძიება.